ევროპამ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი, კონფრონტაციული ძალის მიმართ მიამიტობა არ უნდა გამოიჩინოს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ უნდა უპასუხოს რუსეთისა და ჩინეთის მიერ თავიანთი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და მოდერნიზაციისთვის დიდი ინვესტიციების განხორციელებას.
მისივე თქმით, ევროპამ მომავალთან დაკავშირებით გულუბრყვილობა არ უნდა გამოიჩინოს.
„ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში აღარ შეიცვლება. რუსეთი არის და უახლოეს მომავალშიც დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ, კონფრონტაციულ ძალად ევროპასა და მსოფლიოში“, – აღნიშნა რუტემ.