ემანუელ მაკრონის თქმით, 26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში

“უკ­რა­ი­ნის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი მზად არის“, – ამის საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა პა­რიზ­ში, „მსურ­ველ­თა კო­ა­ლი­ცი­ის“ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტთან, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„26-მა ქვე­ყა­ნამ პი­რო­ბა დადო, რომ უკ­რა­ი­ნა­ში და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი გაგ­ზავ­ნოს, იქ­ნე­ბა ეს ხმე­ლეთ­ზე, ჰა­ერ­სა თუ ზღვა­ში მხარ­და­ჭე­რა. უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბი არ არ­სე­ბობს“, – გა­ნა­ცხა­და ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა.

  • მისი თქმით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ აშშ-თან სა­ბო­ლოო დე­ტა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა დას­რულ­დე­ბა.

„აშშ-მა ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს“, – აღ­ნიშ­ნა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

ასე­ვე, მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბით, თუ რუ­სე­თი სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე უარს იტყვის, მა­შინ ევ­რო­პა და­მა­ტე­ბით სან­ქცი­ებს აშშ-თან ერ­თად მი­ი­ღებს.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვას ვერ და­ვუშ­ვებთ. ეს მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას არ ეხე­ბა, ეს ყვე­ლას უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხია“, – გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა.