პესკოვი: ევროპელები უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას ხელს უშლიან

ევროპელები ხელს უშლიან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას და არა ხელს უწყობენ ამ პროცესს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ხედავს, რომ ევროპა აგრძელებს მცდელობებს, უკრაინა ყველაფერი ანტირუსულის ცენტრად აქციოს.

„რა იყო უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი? მცდელობა, უკრაინა ყველაფერი ანტირუსულის ცენტრად აქციონ. ანუ, ჩვენ ვხედავთ ამ მცდელობების გაგრძელებას“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი.