პესკოვი: პუტინმა ზელენსკი მოსკოვში მოლაპარაკებებზე მიიწვია და არა კაპიტულაციისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში მოლაპარაკებებზე მიიწვია და არა კაპიტულაციისთვის“,- ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა პირადად რუსეთის ლიდერისგან მოდიოდა – „ეს პუტინის წინადადება იყო“, მაგრამ „მოსკოვმა დაინახა“, რომ ზელენსკიმ მოწვევა უარყო.

„მოდით, გავაგრძელოთ ჩვენი დიალოგის მცდელობები“, – დასძინა პესკოვმა.