ევროპის სამხედრო სარდლობამ უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ორი ცალკეული სახმელეთო ჯგუფი შეიქმნება, – ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, პირველი ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება უკრაინელი სამხედროების წვრთნასა და დახმარებაზე, ხოლო მეორე – „შეკავების ძალების“ ფორმირებაზე, რომლებიც ხელს შეუშლიან რუსული აგრესიის ახალ მცდელობებს. უკვე არსებობს ვალდებულება 10 000-ზე მეტი სამხედროს განლაგების შესახებ. უკრაინის საჰაერო სივრცეს უკრაინის გარეთ განლაგებული ნატოს თვითმფრინავები დაიცავენ.
ახლა ევროპული სახელმწიფოები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდებიან.