ევროპელი ოფიციალური პირების დელეგაცია ვაშინგტონს ორშაბათს ეწვევა, რათა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ახალი სანქციები, განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აშშ-ის ფინანსთა მდივანი, სკოტ ბესენტი პარასკევს ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.
პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში 3.5-წლიანი ომის დასრულების შეუძლებლობის გამო სულ უფრო მეტ იმედგაცრუებას განიცდის.
ის ამაოდ ცდილობს დაარწმუნოს რუსეთის პრეზიდენტი, რომ დათანხმდეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში ალასკაზე რუსეთის ლიდერთან სამიტი გამართა.