2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირმა რუსეთიდან 4,48 მლრდ ევროს თხევადი გაზის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ „ევროსტატის“ მიერ გავრცელებული მონაცემებიდან ხდება ცნობილი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირმა რუსეთიდან 3,7 მლრდ ევროს ღირებულების თხევადია აირი შეიძინა.
რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებს, უნგრეთსა და სლოვაკეთს ბუნებრივ აირს „თურქული ნაკადით“ აწვდის. თხევადი გაზი ევროპაში ტანკერებით ჩადის. 2025 წლის იანვარ-მარტში ევროკავშირმა 5,7 მლრდ კუბური მეტრი რუსული თხევადი გაზი მიიღო. თხევადი აირის მიმართ ევროკავშირის სანქციები არ მოქმედებს. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრია, პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოები, რუსული თხევადი გზის შეძენაზე ნებაყოფლობით თქვეს უარი.