პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ პრეზიდენტის სასახლიდან ევროკავშირის დროშები გააქრო

კაროლ ნავროცკის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტის სასახლეში გადავიდა, იყო ევროკავშირის დროშის საკუთარი კაბინეტიდან მოცილება, – იუწყება ადგილობრივი გამოცემა „ვიბორჩა“.

აღნიშნული მედიის ცნობით, ევროკავშირის დროშების არარსებობა თვალსაჩინო იყო მინისტრთა კაბინეტის სხდომის (27 აგვისტო) დროს. შეხვედრაზე მონაწილე პოლიტიკოსების უკან მხოლოდ პოლონეთის დროშები იყო განთავსებული.

ევროკავშირის დროშები პრეზიდენტის სასახლიდან გაქრა? – ეს კითხვა პოლონურმა მედიამ პრეზიდენტის წარმომადგენელს დაუსვა.

„წინა კვირას პრეზიდენტის გამოსვლებისას გამოჩნდა სამი დროშა: პოლონეთის, ნატოსა და ევროკავშირის. ეს დროშები წარმოდგენილია კანცელარიის შენობებში“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა რაფალ ლეშკევიჩმა, თუმცა, მან კომენტარი არ გააკეთა იმ ცნობაზე, რომ ევროკავშირის დროშა ნავროცკის კაბინეტიდან მართლაც იქნა მოცილებული.