“რესპუბლიკელი“ სენატორი, მარკუეინ მალინი “MEGOBARI აქტის“ მიღებას აფერხებს – რა კულუარულ დეტალებზე წერს The Hill?

“რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ სე­ნა­ტო­რი, მარ­კუ­ე­ინ მა­ლი­ნი “MEGOBARI აქ­ტის“ მი­ღე­ბას აფერ­ხებს, – ამის შე­სა­ხებ სტა­ტი­ას The Hill-ი აქ­ვეყ­ნებს.
"რესპუბლიკელი“ სენატორი, მარკუეინ მალინი "MEGOBARI აქტის“ მიღებას აფერხებს - რა კულუარულ დეტალებზე წერს The Hill?

გა­მო­ცე­მა აშშ-ის კონ­გრე­სის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ გა­სუ­ლი თვის ბო­ლოს, სე­ნა­ტორ­მა მარ­კუ­ე­ინ მა­ლინ­მა (“რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“) მო­ა­ხერ­ხა და სე­ნა­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი, ჯონ ტუნი და­არ­წმუ­ნა, რომ ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აქ­ტის (NDAA) პა­კე­ტი­დან “MEGOBARI აქტი“ ამო­ე­ღო. ასე­ვე, მა­ლინ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბის მო­თხოვ­ნა წლის და­სა­წყის­შიც დაბ­ლო­კა.

  • The Hill-ის ცნო­ბით, კა­ნონპ­რო­ექტს სე­ნა­ტო­რი რენდ პო­ლიც (“რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“) ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

“ამ კა­ნონპ­რო­ექტს ძა­ლი­ან ბევ­რი სე­ნა­ტო­რი უჭერს მხარს. NDAA-ში თით­ქმის შე­ტა­ნი­ლი იყო, წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­მაც მი­ი­ღო და კო­მი­ტეტ­მაც და­ამ­ტკი­ცა. ასე რომ, ის ფაქ­ტი, რომ ერთ სე­ნა­ტორს შე­უძ­ლია მისი დაბ­ლოკ­ვა, ნამ­დვი­ლად იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია“, – გა­ნუ­ცხა­და გა­მო­ცე­მას წყა­რომ.

The Hill-ი წერს, რომ მა­ლი­ნის პო­ზი­ცია გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს, რად­გან გან­სხვავ­დე­ბა მისი ხუთი წლის წი­ნან­დე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის­გან, რო­დე­საც “2020 წელს მან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამე­რი­კის მე­ტო­ქე­ებ­თან და მტრებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის­თვის გა­აკ­რი­ტი­კა“.

მა­ლინ­მა გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მისი “MEGOBARI აქ­ტის“ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­ზე­ზად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან “უკე­თე­სი ურ­თი­ერ­თო­ბა“ და­ა­სა­ხე­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კავ­ში­რებს და­ა­ზი­ა­ნებს.

“მეს­მის, ისი­ნი [“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“] რის მიღ­წე­ვას ცდი­ლო­ბენ. ასე­ვე, მეს­მის რა პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა აქვს რუ­სეთს და რომ, მთავ­რო­ბის შიგ­ნით ზი­ზღს აღ­ვი­ვებს. მსურს მათ­თან ვი­მუ­შაო, სა­ნამ სან­ქცი­ებს და­ვუ­წე­სებთ. მსურს მათ­თან ვი­მუ­შაო და ვნა­ხო, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ნამ­დვი­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ჰქონ­დეთ და რუ­სე­თის მე­ტის­მე­ტად მძი­მე გავ­ლე­ნას თავი და­აღ­წი­ონ“, – გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა მა­ლინ­მა.

The Hill-ი იხ­სე­ნებს, რომ მა­ლინ­მა 2020 წელს სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც “სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე მდგო­მი ორი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და“.

“მა­ლი­ნი სა­უბ­რობ­და “კონ­ტი ჯგუ­ფის“ შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც 2019 წელს შავი ზღვის პორ­ტის 600 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ა­უქ­მა, რად­გან მთავ­რო­ბის­გან ნე­ბარ­თვა ვერ მი­ი­ღო. ასე­ვე, შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და ტე­ხა­სუ­რი ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კომ­პა­ნია “ფრონ­ტე­რას“ შე­სა­ხებ, რომ იგი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სა­მიზ­ნე იყო. ქვე­ყა­ნა­ში “ფრონ­ტე­რას“ საქ­მი­ა­ნო­ბა ზე­წო­ლის კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად გა­უმ­ჯო­ბეს­და და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ კომ­პა­ნი­ის კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა“, – წერს გა­მო­ცე­მა.

მა­ლინ­მა The Hill-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ “MEGOBARI აქ­ტის“-ის მი­მართ მისი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა “ფრონ­ტე­რა­სა“ და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და 18-24 თვეა კომ­პა­ნი­ას­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია.

The Hill-ის ცნო­ბით, კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, სტივ ნი­კან­დროს­მა, 2020 წლი­დან დღემ­დე, მა­ლი­ნის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ებს 6000 დო­ლა­რამ­დე შეს­წი­რა.

“არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას, თუ რო­მე­ლი კომ­პა­ნი­აა. თუ იქ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ჩავ­დებთ, უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ ეს ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა და პრო­ექ­ტე­ბი ბო­ლომ­დე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩა­მორ­თმე­ვის გა­რე­შე. ვფიქ­რობ, უკვე ამ ეტაპ­ზე ვართ, თუმ­ცა შიდა სამ­თავ­რო­ბო პო­ლი­ტი­კა საფრ­თხე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“, – აღ­ნიშ­ნა მა­ლინ­მა.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­მართ მა­ლი­ნის ოპ­ტი­მიზ­მი კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის გა­უ­გებ­რო­ბას იწ­ვევს.

“ის, რომ სე­ნა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო-ჩი­ნუ­რი მთავ­რო­ბის და­სა­ცა­ვად აქამ­დე მი­დის, ნამ­დვი­ლად გა­უ­გე­ბა­რია. ეს არის რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­სა და ირანს მუდ­მი­ვად იცავს და დღეს პრე­ზი­დენტს ტრამპსაც კი მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა“, – გა­ნა­ცხა­და The Hill-თან ერთ-ერთი “რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ კონ­გრეს­მე­ნის თა­ნა­შემ­წემ.

ამას­თან, მა­ლი­ნის გან­ცხა­დე­ბით, მას სა­ქარ­თვე­ლოს 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის სის­წო­რის შე­ფა­სე­ბა არ შე­უძ­ლია, რად­გან “იქ არ ყო­ფი­ლა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის დას­კვნე­ბი შე­ა­მოწ­მოს“.

“ვიცი, რომ იქ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი გვყავ­და, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ძველ­მო­დუ­რი ვარ და პი­რა­დად ნახ­ვა მირ­ჩევ­ნია. საქ­მე ნდო­ბას არ ეხე­ბა, მე უბ­რა­ლოდ გა­და­მოწ­მე­ბა მირ­ჩევ­ნია“, – აღ­ნიშ­ნა მა­ლინ­მა.

სე­ნა­ტო­რი მა­ლი­ნის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს 2021 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და და ვი­ზიტს კვლავ გეგ­მავს, თუმ­ცა არ შე­საძ­ლო თა­რი­ღი არ და­ა­სა­ხე­ლა.

“უბ­რა­ლოდ ვამ­ბობ, დავ­რწმუნ­დეთ, რომ კავ­ში­რე­ბი გვაქვს. ბო­ლოს რო­დის ვი­ყა­ვით იქ? ბო­ლოს რო­დის ვე­სა­უბ­რეთ მათ? რო­დის შედ­გა ჩვენ­თან მათი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ვი­ზი­ტი, რათა გაგ­ვე­გო, თუ რის გა­კე­თე­ბას აპი­რე­ბენ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც აქ­ტის [“MEGOBARI აქტი“] მი­ღე­ბა სურთ?“, – გა­ნა­ცხა­და მა­ლინ­მა.

სე­ნა­ტორ­მა რო­ჯერ უი­კერ­მა (“რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“) გა­მო­ცე­მა The Hill-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ “MEGOBARI აქტი“, NDAA-ის შე­საძ­ლოა შეს­წო­რე­ბის სა­ხით და­ე­მა­ტოს.

ასე­ვე, სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა (“დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია“) აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონპ­რო­ექტს ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვს და სე­ნატ­ში მის მი­სა­ღე­ბად “რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­თან“ ერ­თად მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლებს.