“არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი არ არიან, ეს არის აგენტურული ქსელი, რომელიც შეიქმნა მეხუთე კოლონის ფუნქციის შესასრულებლად” – ვატო შაქარიშვილი

არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი არ არიან, ეს არის აგენტურული ქსელი, რომელიც თავდაპირველად დაფუძნდა და შეიქმნა მეხუთე კოლონის ფუნქციის შესასრულებლად, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას.

„ამ მთელი ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას არ ახსოვს ერთი ნაბიჯიც კი მათი მხრიდან გადადგმული, რომელიც იქნებოდა ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვახსოვს ანტი ეკლესიური კამპანიები, ლგბტ პროპაგანდა, სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელი საქმიანობა, რევოლუციური სცენარები, რევკომები. საზოგადოებას ახსოვს ე.წ. ტექნიკური მთავრობაც, რომელიც სწორედ ამ აგენტურული ქსელის თვალსაჩინო წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.