ავსტრალიაში ერინ პატერსონს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მან ნათესავები შხამიანი სოკოთი მოწამლა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
პატერსონმა ქმრის მშობლებს, ასევე ქმრის დეიდას და მის მეუღლეს მოხარშული საქონლის ხორცი აჭამა, რომლის სოუსად შხამიანი სოკო გამოიყენა. სამი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი გადარჩა.
ნათესავები ერინ პატერსონთან მის ქმართან ურთიერთობების განსახილველად მივიდნენ, რომელთანაც ის გაყრას აპირებდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ პატერსონი ვადაზე ადრე გათავისუფლებას 2056 წლამდე ვერ შეძლებს, როდესაც ის უკვე 83 წლის იქნება.