ISW: რუსეთის არმია წარმატებას აღწევს ვოვჩანსკში

რუსეთის ჯარებმა ბოლო დროს ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით, კერძოდ, ვოვჩანსკის დასავლეთ ნაწილში წარმატებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა ანგარიშში აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ ოკუპანტების წინსვლა ვოვჩანსკის ნავთობის მოპოვების ქარხნის (ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით) მიმართულებით დაფიქსირდა.

ანალიტიკოსებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ რუსმა სამხედრო ბლოგერმა წინა დღეს გაავრცელა ინფორმაცია  ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით  რუსი ჯარების 200 მეტრით წინსვლის შესახებ, თუმცა მისი განცხადება არ დადასტურდა.

ISW მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით წინსვლისას რუსული არმია მიზნად ისახავს უკრაინული ჯარების რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის საზღვრიდან განდევნას და ხარკოვის ქალაქს მიუახლოვდეს.