“კაშიას არ თამაში სანიოლის გადაწყვეტილება იყო… გურამი პროფესიონალია, ეს ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო” – რა შეფასებები მიიღეს ქართველებმა და რა თქვეს მწვრთნელებმა?

"კაშიას არ თამაში სანიოლის გადაწყვეტილება იყო... გურამი პროფესიონალია, ეს ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო" - რა შეფასებები მიიღეს ქართველებმა და რა თქვეს მწვრთნელებმა?

ვილი სა­ნი­ოლ­მა თურ­ქეთ­თან მარ­ცხის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს ტაქ­ტი­კუ­რი მო­ნა­ხა­ზი შეც­ვა­ლა და გუნ­დი ბულ­გა­რეთ­თან წი­ნა­აღ­მდეგ 4–3–3 ფორ­მა­ცი­ით გა­მო­ვი­და. (თურ­ქეთ­თან შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 4–4–2 ტაქ­ტი­კით ჩა­ა­ტა­რა).

სა­ნი­ოლ­მა გა­მოც­ვა­ლა ორი ფეხ­ბურ­თე­ლი. პირ­ველ რიგ­ში, გუ­რამ კა­შია, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან მძი­მედ ჩა­ა­ტა­რა წინა შეხ­ვედ­რა და მის ნაც­ვლად ცენ­ტრში ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი და­ა­ყე­ნა, მის ად­გი­ლას კი, მარ­ცხე­ნა მცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე აზა­რო­ვი გა­მო­იყ­ვა­ნა. გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც არა­ე­ფექ­ტუ­რად ითა­მა­შა თურ­ქე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ა­ნაც­ვლა ნიკა გაგ­ნი­ძით.

სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ხა­ნია არ ჩა­უ­ტა­რე­ბია მსგავ­სი დო­მი­ნან­ტუ­რი მატ­ჩი. ჯვა­როს­ნე­ბი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან აკონ­ტრო­ლებ­დნენ ბურთს და მთლი­ა­ნად თა­მა­შის ტემპს, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პირ­ველ წუ­თებ­ში ბულ­გა­რე­ლებს ჰქონ­დათ ან­გა­რი­შის გახ­სნის შან­სი, რომ არა მა­რა­დაშ­ვი­ლის გა­სა­ო­ცა­რი რე­აქ­ცია, შე­საძ­ლოა მატ­ჩის ბედი სულ სხვაგ­ვა­რად წარ­მარ­თუ­ლი­ყო.

პირ­ველ ტა­იმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 69% ჰქონ­და ბურ­თის ფლო­ბა და ჯვა­როს­ნებ­მა ბულ­გა­რე­ლე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, მი­ა­ჯაჭ­ვეს თა­ვი­ანთ ნა­ხე­ვარს. 30-ე წუთ­ზე, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ თა­ვის სტილ­ში გა­ი­ტა­ნა პირ­ვე­ლი გოლი და ნაკ­რე­ბი და­ა­წი­ნა­უ­რა. 44–ე წუთ­ზე კი ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის ასის­ტით ნიკა გაგ­ნი­ძემ 2–0–მდე გა­ზარ­და სა­ქარ­თვე­ლოს უპი­რა­ტე­სო­ბა.

არც მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­უ­ტო­ვეს შან­სი ქარ­თვე­ლებ­მა მე­ტო­ქეს. ბულ­გა­რე­თი ისე­ვე ვერ ქმნი­და ვე­რა­ნა­ირ სა­გო­ლე მო­მენტს და სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის დას­ტუ­რი გახ­და მე­სა­მე გოლი. ბულ­გა­რელ­თა მე­კა­რემ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის დარ­ტყმა ნორ­მა­ლუ­რად ვერ და­ა­მუ­შა­ვა, მისი შეც­დო­მით მი­ქა­უ­ტა­ძემ ისარ­გებ­ლა და სა­ქარ­თვე­ლოს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე პირ­ვე­ლი ქუ­ლე­ბი გა­უ­ნაღ­და.

ეს 3 ქულა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე საკ­მა­ოდ ძლი­ერ ჯგუფ­ში ვართ და თი­თო­ე­ულ ქუ­ლას შე­საძ­ლოა ოქ­როს ფასი ჰქონ­დეს.

თა­ნაც ერთ თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს წინ ორი უმ­ძი­მე­სი გას­ვლი­თი თა­მა­ში ელის, 11 ოქ­ტომ­ბერს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის, ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბი­სა და 14 ოქ­ტომ­ბერს თურ­ქე­თის წი­ნა­აღ­მდეგ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას მერე, რაც ეს­პა­ნეთ­მა თურ­ქე­თი გას­ვლა­ზე გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შით 0:6 და­ა­მარ­ცხა, სა­ქარ­თვე­ლოს ჯგუფ­ში მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს.

  • რო­გო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღეს ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა?

ჩვე­ნი გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­მა­ში ანა­ლი­ტი­კურ­მა სა­ი­ტებ­მა შე­ა­ფა­სეს.

Whoscored: მა­მარ­დაშ­ვი­ლი 6.9, აზა­რო­ვი 7.0, გოგ­ლი­ჩი­ძე 7.1, ლო­ჩოშ­ვი­ლი 6.5, კა­კა­ბა­ძე 7.2, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 7.3, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი 7.2, გაგ­ნი­ძე 7.6, კვა­რა­ცხე­ლია 9.0, და­ვი­თაშ­ვი­ლი 7.0, მი­ქა­უ­ტა­ძე 8.0, მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი 6.2, გუ­ლი­აშ­ვი­ლი 5.8, ლობ­ჟა­ნი­ძე 6.2, ზივ­ზი­ვა­ძე 6.2, ლო­მი­ნა­ძე 6.4.

Sofascore: მა­მარ­დაშ­ვი­ლი 7.1, აზა­რო­ვი 7.7, გოგ­ლი­ჩი­ძე 7.1, ლო­ჩოშ­ვი­ლი 7.0, კა­კა­ბა­ძე 7.4, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 7.4, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი 7.3, გაგ­ნი­ძე 7.5, კვა­რა­ცხე­ლია 8.5, და­ვი­თაშ­ვი­ლი 7.3, მი­ქა­უ­ტა­ძე 7.6, მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი 6.8, გუ­ლი­აშ­ვი­ლი 5.7, ლობ­ჟა­ნი­ძე 6.7, ზივ­ზი­ვა­ძე 6.6, ლო­მი­ნა­ძე 6.9.

Flashscore: მა­მარ­დაშ­ვი­ლი 7.1, აზა­რო­ვი 7.5, გოგ­ლი­ჩი­ძე 7.1, ლო­ჩოშ­ვი­ლი 6.7, კა­კა­ბა­ძე 7.1, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 7.6, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი 7.2, გაგ­ნი­ძე 7.6, კვა­რა­ცხე­ლია 8.5, და­ვი­თაშ­ვი­ლი 7.5, მი­ქა­უ­ტა­ძე 7.6, მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი 6.6, გუ­ლი­აშ­ვი­ლი 5.7, ლობ­ჟა­ნი­ძე – შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე, ზივ­ზი­ვა­ძე 6.6, ლო­მი­ნა­ძე – შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე.

რა თქვეს მწვრთნე­ლებ­მა მატ­ჩის შემ­დეგ?

  • “კვა­რა­ცხე­ლია ფან­ტას­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შეა”

ბულ­გა­რე­თის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ილი­ან ილი­ე­ვი:

“სტარ­ტი უკე­თე­სი გვქონ­და, ვიდ­რე შემ­დეგ ვი­თა­მა­შეთ. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა თურ­ქეთ­თან წა­ა­გო და ვი­ცო­დით, უფრო მო­ინ­დო­მებ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მე­ტო­ქეს 2 გოლი ვა­ჩუ­ქეთ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხით საქ­მე ძა­ლი­ან ძლი­ერ გუნდთან გვაქვს. არი­ან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რო­მელ­თაც არ შე­უძ­ლი­ათ, ძა­ლე­ბი სწრა­ფად აღიდ­გი­ნონ და შეც­ვლე­ბი ამი­ტომ იყო.

კვა­რა­ცხე­ლია ფან­ტას­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შეა, დღე­საც დი­დე­ბუ­ლი იყო. ბულ­გა­რეთ­ში გვყავ­და ამ დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ახლა არ არი­ან და იმე­დია, მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბი­ან.

საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე არი­ან გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც უკეთ იწყე­ბენ. გვეს­მის, ჯგუფ­ში უფრო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მე­ტო­ქე­ე­ბი გვყავს, ვსწავ­ლობთ. კონ­კრე­ტუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი ბევ­რს წყვეტს. დღეს სა­გო­ლე ეპი­ზო­დი გვქონ­და, მაგ­რამ თქვენ­მა მე­კა­რემ ბურ­თი მო­ი­გე­რია, შემ­დეგ კი აქეთ გა­ვუშ­ვით”.

  • “კა­ში­ას დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა…”

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ვილი სა­ნი­ო­ლის მის­მა თა­ნა­შემ­წე, ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი:

“გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მატ­ჩი ვი­ხი­ლეთ. ბი­ჭებს მად­ლო­ბა, მათ ძა­ლე­ბი სწრა­ფად აღიდ­გი­ნეს და ჩვე­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი ზუს­ტად გა­ვი­თა­ვი­სეთ. დიდი მად­ლო­ბა მა­მარ­დაშ­ვილს, მან და­სა­წყის­ში 99-პრო­ცენ­ტი­ა­ნი გოლი არ გა­უშ­ვა და ამან დიდი როლი შე­ას­რუ­ლა.

კა­ში­ას დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა. ყვე­ლას­თან გვქონ­და სა­უ­ბა­რი, ვინ თავს რო­გორ გრძნობ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი არ­თა­მა­ში სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. გუ­რა­მი დიდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, 38 წლი­საა და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისე მი­ი­ღო, რო­გორც უნდა მი­ე­ღო.

ლო­მი­ნა­ძე დე­ბი­უ­ტან­ტი იყო და თა­მაშ­ში ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ერ­თო, დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს. კა­კა­ბა­ძის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეც­დო­მე­ბიც ფეხ­ბურ­თის ნა­წი­ლია. გოგ­ლი­ჩი­ძე როცა ნაკ­რებ­ში მო­ვი­და, ყვე­ლა ძა­ლი­ან მო­ვი­ხიბ­ლეთ – სწრა­ფი, მებ­რძო­ლი. ის უკე­თეს გუნდში გა­და­ვი­და, იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატს თა­მა­შობს და მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი დაც­ვის ლი­დე­რი იქ­ნე­ბა.

ვიცე-კა­პიტ­ნე­ბი კი­ტე­იშ­ვი­ლი, კვა­რა­ცხე­ლია და კა­კა­ბა­ძე არი­ან. სამ­კლა­ვუ­რი ვის ექ­ნე­ბა, ეგ გა­დამ­წყვე­ტი არაა. ჩვენ ლი­დე­რე­ბი გვჭირ­დე­ბა.

ვერ ვი­ტყვით, რომ პრობ­ლე­მე­ბი არ არ­სე­ბობს, ოქ­ტომ­ბერ­ში უფრო მეტს და­ვი­ნა­ხავთ. მაქ­სი­მა­ლის­ტო­ბა კარ­გია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რად უნდა შე­ვა­ფა­სოთ. დღეს სა­უ­კე­თე­სო ალ­ბათ, ნიკა გაგ­ნი­ძე იყო, ძა­ლი­ან მა­გა­რი მატ­ჩი ჰქონ­და, თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, გუნდში დიდ როლს თა­მა­შობს.

გა­დამ­წყვე­ტი მა­ინც სწრა­ფი შე­ტე­ვე­ბი იყო. ბულ­გა­რე­თის ნაკ­რე­ბი გავ­წე­ლეთ, შე­ტე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი რო­ტა­ცი­ე­ბი იყო”.