„ჩვენ იმავეს ვაკვირდებით რასაც ვაკვირდებოდით ქართულ „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით, როდესაც თითქოს და მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და იქაც არ მოუთხოვიათ ამ კანონის დროებით შეჩერება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, „ფარას“ შემთხვევაშიც იგივე ხდება, „ენჯეოები“ არ ითხოვენ კანონის შეჩერებას.
„ზუსტად იმავეს ვადევნებთ თვალყურს „ფარას“ კოპირებულ ვარიანტზე, იქიდან გამომდინარე, რომ მათ წინასწარ იციან, აბსურდულ მოთხოვნას დაუყენებენ სტრასბურგის სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლო, რა თქმა უნდა, იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი მათი ფსევდოისტერიის, რომ ეს ყველაფერი უსაფუძვლო არის, არანაირად არავის უფლებები არ იზღუდება, ერთადერთი რასაც მოითხოვს გამჭვირვალობა – მოითხოვს იმას, რომ საჯარო გახდეს, თუ რა თანხები ერიცხებათ მდიდარ „ენჯეოორგანიზაციებს“ და რა თანხებს ხარჯავენ ისინი“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი „ფარას“ კანონზე სტრასბურგში დარეგისტრირდა.