ფრიდრიხ მერცი – ვლადიმირ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება

პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრა მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. ყოველდღიურად, რუსეთი ინტენსიურ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებს, მათ შორის ჩვენს ინფრასტრუქტურაზეც“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ასევე, მისი თქმით, „აშშ-თან ევროპის ურთიერთობა იცვლება“.

„აშშ საკუთარი ინტერესების გადაფასებას ახდენს. ჩვენც, ევროპაში, ჩვენს ინტერესებს უნდა გადავხედოთ, ყოველგვარი ფუჭი ნოსტალგიის გარეშე. აშშ კვლავ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, მაგრამ ნათელი ხდება, რომ ეს ურთიერთობა უფრო მეტად კონკრეტულ საკითხებსა და ინტერესებზე დამოკიდებული იქნება“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.