საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, ბინის ყიდვა ყველაზე იაფად თურქეთის დედაქალაქშია შესაძლებელი, ყველაზე ძვირად კი რუსეთის დედაქალაქში.
Numbeo-ს განახლებული მონაცემების მიხედვით, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი ანკარაში 1 781 დოლარია, მოსკოვში კი 9 334 დოლარი.
ამავე მონაცემებით, თბილისში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი 2 230 დოლარს შეადგენს, რითაც მოსკოვთან ერთად, ჩამორჩება ერევანს, სადაც კვ.მ-ის ფასი 3 545 დოლარია. აზერბაიჯანში კი 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი 2 171 დოლარია.
რაც შეეხება მსოფლიოში საცხოვრებელი ბინების კუთხით ყველაზე იაფ და ძვირ ადგილებს, პირველი ადგილი დაიკავა ჰონგ-კონგმა, სადაც კვ.მ-ს 25 484 შეიძენთ, ბოლო ადგილზე კი პაკისტანია 579 დოლარით.