კერძოდ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში შემოდგომის მოგზაურობების პოპულარობა 33%-ით, ხოლო ჩინეთში 29%-ით გაიზარდა.
სექტემბერ-ოქტომბერში ორი ადამიანის მოგზაურობა რუსეთიდან საზღვარგარეთ, საშუალოდ, ხუთ ღამეს შეადგენს და 122 ათასი რუბლი (1463 დოლარი) ღირს.
ამასთან, ხავერდოვან სეზონზე ერთი ღამის საშუალო ღირებულება წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად, ანუ 69%-ით ქუთაისში შემცირდა, სადაც ღამისთევა 3 ათასი რუბლი (36 დოლარი) ღირს. შემდეგი 60%-იანი ფასდაკლებით ბოდრუმია, სადაც ღამის გატარება 9 ათასი რუბლია (108 დოლარია), ხოლო მესამეზე შარმ-ელ-შეიხია, სადაც შარშანდელ სექტემბერ-ოქტომბერთან შედარებით ერთი ღამის საშუალო ფასი 59%-ით შემცირდა და 8 ათასი რუბლი (96 დოლარი) შეადგინა.
ამასთან, სექტემბერ-ოქტომბერში რუსებისთვის ორ ადამიანზე დასვენების მოთხოვნა უცხოურ მიმართულებებს შორის, ასევე, უზბეკეთში (+23%), აზერბაიჯანსა (+10%) და თურქეთში (+9%) გაიზარდა.