“პროტესტის მთავარი კერა უნდა იყოს სწორედ მელიქიშვილი, ის უნდა გახდეს პროტესტის სიმბოლო და 4 ოქტომბერს მელიქიშვილიდან უნდა დავიძრათ რუსთაველის გამზირისკენ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მელიქიშვილის გამზირზე, “ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროტესტზე “ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
- თინა ბოკუჩავას თქმით, კახა კალაძე პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის “ტიტუშკებს“ იყენებს.
“ჯერ კიდევ 2016 წლიდან მოყოლებული კახა კალაძე “ტიტუშკებს“ იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის. გახსოვთ, ალბათ, კორცხელში ე.წ. სპორტსმენებმა იძალადეს ადამიანებზე და უმოწყალოდ სცემეს. მას შემდეგ მას ყოველთვის გასდიოდა ამგვარი ძალადობის გამოვლინება. გუშინაც ვნახეთ კალაძის “ტიტუშკები” სამარცხვინოდ როგორ უპირისპირდებოდნენ მათ შორის ქალებს, როგორ ესროდნენ მყარ საგნებს. ეს არის რეალურად მათი სახე. ჩაგრული, ძალადობის მსხვერპლი, დაკნინებული პოლიცია არა თუ საქართველოს მოქალაქეს, საკუთარ თავსაც ვერ იცავს “რუსქოცური ტიტუშკების“ წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.