საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს 2008 წლის ომში ის კი არ დამარცხდა რუსეთთან, არამედ რუსეთმა იგემა ჩვენგან დამარცხება

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს არ ლანძღავს – რუსეთია. სისტემატურად ვუყურებ რუსულ მთავარ არხებს, იქ მიმდინარე თოქ-შოუებს, რომლებშიც მონაწილეობენ, როგორც რუსი, ისე უცხოელი ჟურნალისტები და ექსპერტები, რუსეთის დუმის დეპუტატები და არვის აუგი საქართველოს შესახებ არ გამოუთქვამს.

არავის საყვედურიც არ უთქვამს, როდესაც ასაფეთქებელი ნივთიერებით გატენილმა ავტომანქანამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, გაიარა მთელი საქართველო და ლარსის საზღვრამდე მივიდა, სადაც ქართულნომრიანი ავტომანქანა დააკავეს არა საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა, არამედ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა.

ავტომანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი იყო, ყირიმის ხიდისკენ მიდიოდა —უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერაქტის განსახორციელებლად — ხიდის ასაფეთქებლად.

მერამდენედ ვისმენთ ანალოგიურ ისტორიებს, მაგრამ რუსული მედიის მხრიდან კრიტიკას ან ლანძღვას არა! რას ნიშნავს ესოდენ რევერანსული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, თუ არა ნორმალური ურთიერთობისთვის დადებითი ფონის შექმნას?

რუსეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან დასალაპარაკებლად — პუტინის, ლავროვის, სხვათა განცხადებებიდან. ჩვენ?

ბოლო პასუხი პარლამენტის თავმჯდომარის პაპუაშვილისა იყო, რომელიც ულტიმატუმს უფრო ჰგავდა, ვიდრე გონივრულ პასუხს ქვეყნისა, მსურველისა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენის.

თუ სიღრმისეულად ჩავხედავთ პრობლემას, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული კონტაქტების აღდგენაში, ვიდრე რუსეთის. უპირველესად ჩვენ — დაკარგული ტერიტორიების ბედის გასარკვევად, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების სახელმწიფოებრივ დონეზე მოსაგვარებლად, ინვესტიციების მოსაზიდად, ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოების საკითხების გასარკვევად და ა.შ.

საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს 2008 წლის ომში ის კი არ დამარცხდა რუსეთთან, არამედ რუსეთმა იგემა ჩვენგან დამარცხება.

ზემოთ საქართველოს ხელისუფლება რომ ვახსენე, მხედველობაში „ოცნება“ არ მყოლია, არამედ „ნაცები“ მყავდა. „ოცნება“ მაშინ ჩანასახშიც არ იყო.

თითქოს ჩვენ არ გავყვირით ყოველ აგვისტოს 8, 9, 10-ში — დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიო?! ყვირილი ხმამაღალი ვიცით. აი, ისე, რომ საქმეს ვაკეთებდეთ, როგორც ვყვირით, რაღაცას მივაღწევდით — საქმეს, საქმე კი დალაპარაკებას ნიშნავს. როდესაც შენზე გამარჯვებულს არ ელაპარაკები, არ ეუბნები, რომ უკმაყოფილო ხარ, მას ჰგონია, რომ უკმაყოფილებას ადგილი არ აქვს; რომ გავიზიარეთ ლავროვის ნათქვამი — დაკარგულ ყოფილ ავტონომიებს რეალობის კონტექსტში უნდა განხილვა, ისეთში, რასაც ადგილი ჰქონდა ფინეთ-სსრკ-ს შორის.

ლავროვს ფინეთის მაგალითი არ მოუყვანია, მაგრამ ამ ისტორიამ თავი იჩინა ვაშინგტონის ამასწინანდელ შეხვედრაზე, როდესაც ევროპელი მაღალჩინოსნები ელაპარაკებოდნენ ტრამპს.

მაშინ ტრამპმა იხუმრა  — სად არის სტუბიო — ვითომ ვერ დაინახა ფინეთის პრეზიდენტი, რომელიც ტრამპის ცხვირწინ იჯდა.

ყველას გაუკვირდა სტუბის იქ ყოფნა, ვიდრე სტუმბა არ დაიწყო ლაპარაკი  სსრკ-ფინეთის ომზე, რომელშიც ფინეთი დამარცხდა, შემდეგ ფაშისტურ გერმანიას ჩაეხუტა და მასთან ერთად იბრძოდა სსრკ-ს წინააღმდეგ, ლენინგრადის ბლოკადაში ფინელებიც მონაწილეობდნენ.

იმჟამინდელი ფინეთი ცნობილი იყო საკონცენტრაციო ბანაკებით, სადაც უმძიმეს პირობებში ამყოფებდნენ დატყვევებულ საბჭოელებს. 1944 წელს, როდესაც ფინეთმა დაინახა, რომ ფაშისტური გერმანია ომს აგებდა, უღალატა მას და ომიც გამოუცხადა. შემდეგ, 1944 წლის სექტემბერში, ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს.

ფინეთმა დაკარგა ტერიტორიები, იმაზე მეტი, ვიდრე სტალინი ითხოვდა მისგან — დიდი სამამულო ომის დაწყებამდე. და ითხოვდა გაცვლით. სტალინი უფრო მეტს სთავაზობდა, მაგრამ ფინეთმა უარი უთხრა, რამაც სტალინს დააწყებინა ომი, რათა ლენინგრადთან ახლოს მდებარე ფინეთის საზღვარი, მოშორებით გადაეტანა.

1944 წლის კაპიტულაციის შემდეგ ფინეთმა შესაბამისი დასკვნები გააკეთა — დაამყარა რა საბჭოთა კავშირთან ნორმალური, მეგობრული ურთიერთობები. ფინეთი ნეიტრალური სახელმწიფო გახდა, თუმცა მას მჭიდრო ეკონომიკურ-სავაჭრო კავშირები ჰქონდა საბჭოეთთან. ფინეთმა შეინარჩუნა სუვერენიტეტი, ამასთანავე საბჭოთა რესურსების და ბაზრის წყალობით ის გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი მძლავრი ქვეყანა — ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

„ფინლანდიზაცია“ შეარქვეს მსოფლიო პოლიტიკოსებმა იმას, რასაც ადგილი ჰქონდა ფინეთში. შეეძლო თუ არა სსრკ-ს ფინეთისთვის, ნაცვლად ნეიტრალური სტატუსისა, სოციალისტური სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება, ისე, როგორც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის?

შეეძლო, მაგრამ სტალინმა ნეიტრალური ფინეთი ამჯობინა, მჭიდროდ მოთანამშრომლე სსრკ-სთან, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე გაგრძელდა.

აი, სწორედ ამ ისტორიის მოსათხრობად ჩაიყვანეს სტუბი ვაშინგტონში — ტრამპის ინიციატივით და არა ევროკავშირის. სტუბის ნათქვამი ნიშანი უნდა ყოფილიყო ზელენსკისთვის, თუმცა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ამ ისტორიამ არ იმოქმედა ზელენსკიზე. და არ იმოქმედა მრავალ მიზეზთა გამო. უპირველესად, ომის შედეგად შესული დიდი თანხების გამო, რომელსაც ზელენსკი და მისი ბანდა საკუთარი ჯიბისთვის იყენებს.

დასავლეთში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარტო დაღუპული და სიკვდილამდე მისული მეომრების შინაგანი ორგანოების გაყიდვით შემოსული მოგება, რომელიც თავს იყრის ზელენსკის ადმინისტრაციაში, 2-4 მილიარდი დოლარია, დავუმატოთ ამას ბავშვთა ტრეფიკინგი, ანუ მცირეწლოვანთა გაყიდვა ევროპაში — სპეცდანიშნულებით.

არასრულწლოვანი უკრაინელები ხვდებიან ე.წ. გამანაწილებელ სახლებში, საიდანაც მათ აგზავნიან სექსდაწესებულებებში.

დიდი შემოსავალია ამერიკული და ევროპული იარაღის გაყიდვაში. უკრაინელი ბანდიტები ისე დაოსტატდნენ ამ საქმეში, რომ ტოლს არ უდებენ ცნობილ იარაღით მოვაჭრეებს.

არ იქნება ომი და არ იქნება „შავი“ ფული, მილიარდები. ზელენსკი კარგა ხანია დაგროვილი მილიარდებით ტრამპსაც უსწრებს და ბევრ სხვასაც. ფულმა გატაცება იცის — რაც მეტი, უფრო მეტი სურვილი. არ იქნება ომი, და არ იქნება ფული, მერე რა, რომ ბინძური საქმიდანაა. ეს ფულს არ ეტყობა, არც სიბინძურის სუნი ასდის.

ომის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, უდავოდ მოჰყვება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ორივეს ვადა ერთი წელია გაუვიდა. იქნება არჩევნები, და არ იქნება ზელენსკი. ასე რომ, შავ „ტარაკანას“ რაც აწყობს — ომია. მერე რა, რომ მასში ყოველდღიურად ასობით უკრაინელი „ბოევიკი“ იღუპება?

ზელენსკის არ აწუხებს უკრაინელთა განადგურება.

დასავლური მონაცემებით, დახოცილთა რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა.

ე.წ. დემოკრატიული ევროკავშირი ზელენსკის ჯამბაზობას, კორუმპირებულობას, გახრწნილებას არაფრად აგდებს. პირიქით, მოუწოდებს ომის გაგრძელებისკენ, ვიდრე რუსეთი არ დამარცხდება.

რუსეთი კი ჯიუტად არ მარცხდება. პირიქით, ეკონომიკური მონაცემებით პროგრესს აღწევს და უკან იტოვებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.

ეკონომიკური განვითარების ტემპით რუსეთი ჩინეთის, აშშ-ს და ინდოეთის შემდეგ მეოთხეა მსოფლიოში. გაჭიანურებულმა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ, რაც 3 წელიწადზე მეტია გრძელდება, არა მარტო უკრაინის ეკონომიკას მოუღო ბოლო, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, განსაკუთრებით საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და არაწევრ დიდი ბრიტანეთის.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი