“დაკავებულია უკრაინის 2 მოქალაქე, რომელსაც საქართველოში “ტროტილზე” ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდა… ამოღებულია მობილურები, კომპიუტერი…” – სუს-ი

მი­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, უკ­რა­ი­ნის ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 10 სექ­ტემ­ბერს, უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით მოძ­რავ­მა, MERCEDES-BENZ-ის მარ­კის სატ­ვირ­თო ა/მან­ქა­ნამ, უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­მი­ნე­თის და ბულ­გა­რე­თის გავ­ლით, თურ­ქე­თი­დან გად­მოკ­ვე­თა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის სარ­ფის გავ­ლით ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვი­და.

მისი შე­ჩე­რე­ბის და გა­და­მოწ­მე­ბის შე­დე­გად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ნა­პოვ­ნია წი­ნას­წარ სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ნიღ­ბულ სა­მა­ლა­ვებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 2.4 კი­ლოგ­რა­მის ოდე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა “ჰექ­სო­გე­ნი”. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­ვმარ­ტავთ, რომ საქ­მე ეხე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბა “ტრო­ტილ­ზე” ძლი­ერ­მოქ­მედ ნივ­თი­ე­რე­ბას.

„გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე დგინ­დე­ბა, რომ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს, ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლს მ.ს.-ს, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­უდ­გე­ნელ­მა პირ­მა გა­დას­ცა შე­ნიღ­ბულ კას­რებ­ში მოთვსე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და გა­ნუ­მარ­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის შემ­დგომ, მათ­თან კავ­შირ­ზე მყო­ფი სხვა პირი გა­მო­არ­თმევ­და აღ­ნიშ­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბას.

უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე დ.ჟ., რო­მელ­მაც მი­ა­კი­თხა მძღოლ მ.ს.-ს და გა­მო­არ­თვა, სა­მა­ლა­ვებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია 8 ერ­თე­უ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, კომ­პი­უ­ტე­რი, ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რის სიმ­ბა­რა­თე­ბი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნი­თი­ე­რე­ბა „კო­კა­ი­ნი“.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას და გა­და­ზიდ­ვას გუ­ლის­ხმობს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად 260-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბაც წა­რედ­გი­ნე­ბათ მათი ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ბუ­ნებ­რი­ვია გა­მო­ძი­ე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სა­ბო­ლოო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­სად­გე­ნად – მზად­დე­ბო­და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნად თუ სხვა. შე­სა­ბა­მი­სად მოხ­დე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის შემ­დგო­მი ინ­ფორ­მი­რე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მად­ლო­ბას უხ­დის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს ჩა­ტა­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნის­თვის“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.