ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები სოციალურ ქსელში აშშ-ში ცნობილი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმაურებიან.
ნათია მაქაცარია:
„რაც ნაკლები ჩარლი კირკი ეყოლება დედამიწას, მით უკეთესი. ის იყო პრორუსული, სიძულვილის ენას იყენებდა, რასისტი იყო და საერთოდ ძალიან ცუდი ადამიანი. „ბრილიანტ მაინდი“ ჰქონდა, მაგრამ მოუმზადებელ სტუდენტებთან, ჭკვიანებთან დებატებში იჭრებოდა…“
ნათია ჭკუასელი:
„შიგ არტერიაში გაარტყეს ამ MAGA ქოცს! ჩარლი კირკის უკრაინის სიძულვილით გაჟღენთილი განცხადებები:
„რატომ ვაძლევთ უკრაინას იარაღსა და ფულს, ქვეყანას, რომლის პოვნაც თქვენგან ძალიან ცოტას შეუძლია რუკაზე?“
„ზელენსკი არალეგურად არჩეული პრეზიდენტია““
ვენერო მეულა:
„ამ დროის მონაცემებით, ჩარლი კირკს გლოვობს ბექა ვარდოსანიძე და ველოდებით მერაბ დვალიშვილს.“
შეგახსენებთ, რომ ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად, ის მალევე დაიღუპა.