ვიქტორ ორბანი: ფონ დერ ლაიენი უნდა წავიდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის გადადგომა მოითხოვა, რის მიზეზადაც მან „უზარმაზარი გამოწვევები“ და ფონ დერ ლაიენის მიერ „ომის მხარდამჭერი“ გამოსვლა დაასახელა.

„ურსულა ფონ დერ ლაიენი უნდა წავიდეს. მწვავე დებატები და უზარმაზარი გამოწვევებია. ცვლილებები მოდის, მოგვწონს თუ არა ეს“, – ორბანის განცხადებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის საერთაშორისო კომუნიკაციების მდივანი ზოლტან კოვაჩი პლატფორმა X-ზე ციტირებს.