აშშ-ში მოკლული, 23 წლის ახალგაზრდა უკრაინელი ქალის, ირინა ზარუცკაიას მამა, სტანისლავ ზარუცკი აშშ-ში შვილის დაკრძალვაზე უკრაინიდან არ გაუშვეს. ამის შესახებ glavred.info იუწყება.
სტანისლავ ზარუცკი ჯერ 60 წლის არ არის და მასზე, როგორც წვევამდელი ასაკის კაცზე, უკრაინიდან გასვლის აკრძალვის წესი ვრცელდება.
Daily Mail-ის ცნობით, ამ ფაქტმა ტრაგიკულად დაღუპული უკრაინელი ქალის მამაზე ძალზე დამთრგუნველად იმოქმედა.
ირინა აშშ-ში დედასთან, ძმასთან და დასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. მამამისი კი უკრაინაში დარჩა, რადგანაც მასზე ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის წესი მოქმედებს.
ირინა ზარუცკაია ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, 22 აგვისტოს მატარებელში მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალდებულს, 34 წლის დეკარლოს-ბრაუნს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ის ბრალდებულია პირველი ხარისხის განზრახ მკვლელობაში.
ირინა ზარუცკაიას მკვლელობას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.ის ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უწოდა „ცხოველი, რომელმაც არაჩვეულებრივი უკრაინელ ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლა“. ტრამპიც მისთვის სიკვდილით დასჯას მოითხოვს.