“ჩანს ასაფეთქებელი ნივთიერების მიტანის საბოლოო ლოკაცია, თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე სახლი…” – დაკავებული უკრაინელების საქმე: სუს-ი ახალი დეტალებით

გა­მო­ძი­ე­ბის სხვა ვერ­სი­ებ­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ­სე­ბობს თუ არა კავ­ში­რი ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბა­სა და 4 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს და მას­თან რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ გეგ­მებს შო­რის, – ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ლაშა მაღ­რა­ძემ სუს-ში დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნი­დან შე­მო­სულ ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სა­ბო­ლოო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ერ­თა­დერთ სა­ბო­ლოო ლო­კა­ცი­ად ჩანს თბი­ლი­სი, ავ­ლაბ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

„რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­კა­ვე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის ორი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლებ­საც აღ­მო­აჩ­ნდათ 2,4 კი­ლოგ­რა­მი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა „ჰექ­სო­გე­ნი“. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­მი­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის და თურ­ქე­თის გავ­ლით შე­მო­ვი­და. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კა­ვე­ბი­დან დღე ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა, სა­ი­და­ნაც დგინ­დე­ბა, რომ „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­დას­ცეს უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის, ე.წ. „ეს ბე უს“ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რაც ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა და უთხრეს, რომ მას ეს ნივ­თი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა ჩა­მო­ე­ტა­ნა და მათ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის­თვის გა­და­ე­ცა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა­ში მი­უ­თი­თებს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სა­ბო­ლოო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ ის უნდა ჩა­სუ­ლი­ყო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში და მისი თქმით, იქ უნდა მო­წყო­ბი­ლი­ყო ე.წ. „პა­უ­ტი­ნა 2“, გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სხვა ოპე­რა­ტი­ულ მა­სა­ლებ­ში ამ ეტაპ­ზე ჩანს ერ­თა­დერ­თი სა­ბო­ლოო ლო­კა­ცია, თბი­ლი­სი, ავ­ლაბ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. სწო­რედ ამის გამო, გა­მო­ძი­ე­ბის სხვა ვერ­სი­ებ­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ­სე­ბობს თუ არა კავ­ში­რი აღ­ნიშ­ნულ ფაქტსა და 4 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს და მას­თან რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ გეგ­მებს შო­რის. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გა­ნაგ­რძობს მო­ცე­მულ საქ­მე­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის იმ ნა­წი­ლის სა­ჯა­როდ გა­მო­ტა­ნა, რისი გამ­ჟღავ­ნე­ბაც ქარ­თულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს შე­უძ­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის პრე­ვენ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის“, – გა­ნა­ცხა­და მაღ­რა­ძემ.