მელიქიშვილის გამზირზე, აქციის შემდეგ დაკავებული მმართველი გუნდის ორი მხარდამჭერის გათავისუფლების მიზეზი, არსებული ინფორმაციით დაზარალებულების ჩვენება გახდა.
“კურიერმა” გაარკვია მიზეზი, თუ რატომ გათავისუფლდა მელიქიშვილზე აქციის შემდეგ დაკავებული “ქართული ოცნების” ორი მხარდამჭერი.
ირაკლი ბუაჩიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზეზი დაზარალებულის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბუაჩიძეს მისთვის ხელკეტი არ დაურტყამს.
რაც შეეხება ზაზა მამალაძეს, დაზარალებულმა ჩვენებაში დააფიქსირა, რომ ხელის მოქნევის შედეგად მას ტკივილი არ განუცდია, რაც ავტომატურად მამალაძის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი გახდა.