უკრაინელი ლტოლვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მოტივი გაამხილა – რას აცხადებს დეკარლოს ბრაუნი საზარელი თავდასხმის შესახებ

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა დე­კარ­ლოს ბრა­უნ უმ­ცროს­მა ოჯახს გა­ნუ­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლი ირი­ნა ზა­რუც­კა­ია ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას შტა­ტის ქა­ლაქ შარ­ლოტ­ში, მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბი­სას და­ნით იმი­ტომ მოკ­ლა, რომ “ირი­ნა ზა­რუც­კა­ია მის აზ­რებს კი­თხუ­ლობ­და“.

ამის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბულ­მა მის დას ტრე­ი­სი ბრა­უნს უთხრა, რო­მელ­მაც დე­კარ­ლო­სი ცი­ხე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა.

  • ბრალ­დე­ბუ­ლის დის გან­ცხა­დე­ბით, დე­კარ­ლო­სი პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­კია და მისი ძმა ამ­ტკი­ცებს, რომ მთავ­რო­ბამ ჩიპი ჩა­უ­ნერ­გა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მის ქცე­ვას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

ამას­თან, ტრე­ი­სის თქმით, სა­კუ­თა­რი ძმა მას 2022 წელს და­ეს­ხა თავს. უთან­ხმო­ე­ბის დროს უკბი­ნა და სახ­ლის კარი ჩა­ამ­სხვრია.

„უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ ამის გა­აზ­რე­ბას. რა­ტომ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ეს? ის თა­ვის თავს არ ჰგავ­და,“ – თქვა ბრალ­დე­ბუ­ლის დამ ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ცი­ხე­შია ჩა­წე­რი­ლი. აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბრა­უ­ნი ეუბ­ნე­ბა დას, რომ „მის სხე­ულ­ში არ­სე­ბულ­მა რა­ღა­ცამ“ აი­ძუ­ლა ირი­ნას მოკ­ვლა.

სას­ტი­კი შემ­თხვე­ვა აშშ-ში 28 აგ­ვის­ტოს მოხ­და. მა­ტა­რე­ბელ­ში, სამ­გზავ­როდ ასულ უკ­რა­ი­ნელ ირი­ნა ზა­რუც­კას მის უკან მჯდო­მი უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი და­ეს­ხა თავს. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბას­რი სა­გა­ნი ამო­ი­ღო და 23 წლის ირი­ნას ყე­ლის, გულ­მკერ­დის არე­ში სამ­ჯერ ჩა­არ­ტყა.

უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

დო­ნალდ ტრამპმა დამ­ნა­შა­ვის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ბრძა­ნე­ბა გას­ცა.

წყა­რო