იალბუზის მახლობლად, ყაბარდო-ბალყარეთში საბაგირო ჩამოწყდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
დაშავებულია 9 ადამიანი. დაახლოებით 40 ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ბაგირის დაზიანებამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.