ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, რომ მისი მეუღლე ბაჩო ახალაია საქართველოში უკრაინიდან “ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში ფიგურირებს.
“ანუ, ახლა რა ხდება მოგიყვებით ქრონოლოგიურად ოღონდ მოკლედ: 30 ივლისს დილით ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი აკეთებდა ბრიფინგს, სადაც დაახლოებით იგივე ტექსტი უნდა ეთქვა, რაც დღეს სუს-მა თავისი მედიებით გაავრცელა, ოღონდ ახალაია და ხაბეიშვილი უნდა ეხსენებინა ერთად, მაგრამ პარტიამ ამის საშუალება არ მისცა და ვერ გაახმოვანა სუს-ის სიგიჟე. იმ დღესვე სხვა ოპოლიდერებმა ყოვლად გაურკვეველი პოსტები გამოაცხვეს, მაგრამ სურათი ვერ შედგა, იმიტომ რომ იმ დილანდელი ბრიფინგი ჩაუვარდათ.
დღეს მსგავსი შინაარსის ტექსტი გაავრცელებინეს სუს-ის მედიებს, სადაც წერია რომ ინფორმაცია ენმ-დან მიაწოდა წყარომ.დღის ბოლოს ღამის 12 საათისთვის სუს-მა განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ამბები საინტერესოა მათთვის და შეისწავლიან. მანამდე და შუალედებშიც ბევრი საინტერესო ამბები ხდებოდა, იგივე ადამიანები დადიოდნენ და ავრცელებდნენ კონკრეტულ ადამიანებში ამ ბოროტულ ტყუილს.
სუს-ს ყველგან ჰყავს თავისი აგენტი, მათ შორის ოპოზიციაშიც, არიან ადამიანები ვინც თანამშრომლობენ ამ რეჟიმთან, მათი ხელით აპირებდნენ მსგავსი ბრიფინგის ჩატარებას უფრო მეტი დამაჯერებელი რომ ყოფილიყო ეს ამორალური ბრალდება. და არც უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ თუ ყველანი ვთანხმდებით, რომ დიქტატურაა ქვეყანაში, უნდა ვიცოდეთ, რომ მას ოპოზიციის ლიდერშიპში ჰყავს გადმობირებული ადამიანები. იმიტომაც ვართ ამ დღეში ამდენი წელი და ამიტომაც არის ოპოზიცია ასეთი სუსტი!” – წერს ნადარეიშვილი.