კონგრესში დიდი ინტერესი არსებობს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მიმართ, თუმცა პრეზიდენტის როლი გადამწყვეტია, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
ამასთან, ჯონსონის თქმით, სანქციები დიდი ხნის წინ უნდა დაწესებულიყო.
ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის თეთრ სახლთან და სენატთან, რათა სანქციები დააწესონ.
„ნამდვილად ვფიქრობ, რომ სასოწარკვეთილი დრო სასოწარკვეთილ ზომებს მოითხოვს. ვფიქრობ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია, საჭიროა, კონგრესში დიდი ინტერესი არსებობს ამის მიმართ. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ თეთრ სახლთან და ჩვენს კოლეგებთან სენატიდან, რათა ეს განხორციელდეს. პირადად მე ძალიან მინდა ეს გავაკეთო“, – განაცხადა ჯონსონმა.
ამასთან, ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგრესს ასეთი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება არ შეუძლია, რადგან პრეზიდენტის როლი გადამწყვეტია.
„პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და დაამტკიცოს ეს, როგორც კანონი. ეს უნდა იყოს პარტნიორობა, მაგრამ ჩვენ ვემორჩილებით მთავარსარდალს“, – აღნიშნა ჯონსონმა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს.