Axios: ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზაზე სახმელეთო შეტევა დაიწყო

ამერიკული საინფორმაციო პორტალი Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზაზე სახმელეთო შეტევა დაიწყო.

„ისრაელის სამხედროებმა ორშაბათს სახმელეთო შეტევა დაიწყეს ქალაქ ღაზის ოკუპაციის მიზნით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ორშაბათს საღამოს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მასიური ავიაიერიშები მიიტანეს ღაზაზე. მალევე, ქალაქში ისრაელის ტანკები შევიდნენ.

საინფორმაციო პორტალის ცნობით, ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ეიალ ზამირი, ასევე „მოსადის“, უსაფრთხოების საერთო სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპერაციისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ.