ელენე ხოშტარიას ნიდერლანდების ელჩმა საკუთარ სახლში, არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. უცნობია, რას უკავშირდებოდა გუშინ დილით გამართული შეხვედრა.
შეხვედრას „დროას” წევრები ადასტურებენ და მათი ინფორმაციით, ხოშტარიას დაკავებამდე სწორედ ნიდერლანდების ელჩისგან მოდიოდნენ.
„შეხვედრა შედგა საელჩოში, რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარს არ ვაპირებთ”, – აცხადებს პარტია „დროას” წევრი, შუშანა მაცაბერიძე.
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს გამოძიება მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავება. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
წყარო: კურიერი