ლუკაშენკო: სამხედრო წვრთნების ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარებით არავის ვემუქრებით

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსულ-ბელარუსული წვრთნების  ჩატარებით მინსკი არავის ემუქრება.

„დღეს, ბელარუსის ტერიტორიაზე დაგეგმილი წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნების ფარგლებში ყველაფრის გამოყენებაზე ვვარჯიშობთ. ამას არ ვმალავთ და ეს დასავლეთშიც იციან. მცირე ზომის იარაღიდან გასროლით დაწყებული, ბირთვული ქობინების გაშვებით დამთავრებული. ჩვენ ამ ყველაფრის გაკეთება უნდა შევძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებას რა აზრი აქვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე.

ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინსკი არანაირად არ აპირებს „ვინმეს წვრთნებით დაემუქროს“.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს რუსეთმა და ბელარუსმა მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები – „ზაპად-2025“ – დაიწყეს.