ამერიკელი მსახიობი რობერტ რედფორდი 89 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია მის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსახიობი ძილში გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია.
რედფორდმა თავისი ყველაზე ცნობილი როლები შეასრულა ფილმებში „ბუტჩ კესიდი და სანდენს კიდი“, „აფერა“, „კონდორის 3 დღე“, „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“. მან გადაიღო ფილმი „ჩვეულებრივი ადამიანები“, რომლისთვისაც მიიღო „ოსკარი“ კატეგორიაში „საუკეთესო რეჟისორი“.