რუსეთში ქართული მოცვის ექსპორტის წილი იზრდება – სად რამდენს ვყიდით

საქართველოდან მოცვის ადგილობრივი ექსპორტი 59%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 42.301 მლნ დოლარის ღირებულების (6 319 ტონა) მოცვი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტის მოცულობამ 26.595 მლნ დოლარი შეადგინა (4 558 ტონა).

აღსანიშნავია, რომ ქართული მოცვის ექსპორტის დიდი წილი ისევ ერთ ქვეყანაზე – რუსეთზე მოდის, თანაც გაზრდილი წილით. მაგალითად, თუ 2024 წელს მოცვის 86% რუსეთში გავიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 94% შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ქართული მოცვი გავიდა არაბთა გაერთიანებული საამიროებში, გერმანიაში, პოლონეთში, სომხეთში, ჯამში 9 ქვეყანაში.

უფრო კონკრეტულად,
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნებს, თუ სად რა მოცულობის მოცვის ექსპორტი განხორციელდა:

 

  • რუსეთი – 39.877 მლნ დოლარის 5 947 ტონა 
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 559.5 ათასი დოლარის 66.5 ტონა
  • პოლონეთი – 556.7 ათასი დოლარის 86.3 ტონა
  • გერმანია – 541.4 ათასი დოლარის 68.3 ტონა
  • ნიდერლანდები – 425.1 ათასი დოლარის 68.2 ტონა
  • სომხეთი – 283.7 ათასი დოლარის 79.2 ტონა
  • ინდოეთი – 55.3 ათასი დოლარის 5.8 ტონა
  • აშშ – 2.7 ათასი დოლარის 2.4 ტონა

ამასთან, ძალიან მცირე რაოდენობის, დაახლოებით, 200 დოლარის ღირებულების მოცვის ექსპორტი განხორციელდა საფრანგეთშიც.

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 621.1 ათასი დოლარის ღირებულების მოცვი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 568.1 ათასი დოლარის.