თურქეთი, რუსეთი, აშშ – ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა

ჯამში, სებ-ის სტატისტიკით, 2025 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მლნ აშშ დოლარი (96.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის აგვისტოს (33.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8% მეტია. ამა

10 ქვეყანა, სადაც საქართველოდან აგვისტოში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა: (ცვლილება 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით)

  • თურქეთი – 6.162 მლნ დოლარი (კლება 13%)
  • აზერბაიჯანი – 6.120 მლნ დოლარი (ზრდა 30%)
  • რუსეთი – 3.997 მლნ დოლარი (ზრდა 6.4%)
  • უკრაინა – 2.438 მლნ დოლარი (ზრდა 25.3%)
  • უზბეკეთი – 1.780 მლნ დოლარი (ზრდა 33%)
  • საბერძნეთი – 1.697 მლნ დოლარი (ზრდა 13.7%)
  • ყაზახეთი – 1.427 მლნ დოლარი (კლება 2.4%)
  • იტალია – 1.366 მლნ დოლარი (კლება 60%)
  • აშშ – 1.191 მლნ დოლარი (ზრდა 37.8%)
  • გერმანია – 1.092 მლნ დოლარი (ზრდა 44.8%)

რაც შეეხება გადმორიცხვებს, სებ-ის სტატისტიკით 2025 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 321.55 მლნ აშშ დოლარი (868.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.7%ით (31.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.