ცნობილი ხდება 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობა – რა ინფორმაციას ავრცელებს “TV პირველი”

“TV პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 625 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი­სა და 35 მი­ლი­ო­ნი ევ­როს გა­თეთ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პირი კომ­პა­ნია “ფი­ნის“ 49 წლის მფლო­ბე­ლი კახა კო­ტო­რაშ­ვი­ლია.

“TV პირ­ვე­ლი“ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ოფის­ში მი­ვი­და, თუმ­ცა ის და­კე­ტი­ლი დაგ­ხვდა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, 624 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის და 35 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე ერთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2022–2024 წლებ­ში, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტის სა­ფარ­ქვეშ, კონ­კრე­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ სა­ბა­ჟოს გვერ­დის ავ­ლით შე­მო­ტა­ნი­ლი ნაღ­დი ვა­ლუ­ტა ბან­კებ­ში “კა­ნო­ნი­ერ შე­მო­სავ­ლად“ გა­ა­ტა­რა და ეკო­ნო­მი­კურ ბრუნ­ვა­ში გა­ნა­თავ­სა.