უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვემზადებით გაეროს გენერალური ასამბლეისთვის, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს“, – თქვა ტიხიმ.
მანამდე კი, UNIAN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას, სავარაუდოდ სამშვიდობო ინიციატივების განსახილველად ზელენსკის შეხვდება.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტი ტრამპი იმედოვნებს, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას შეძლებს.