“უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ” – პროკურატურა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, 2022-2024 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, უპ­რე­ცე­დენ­ტო ოდე­ნო­ბის – 624 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის და 35 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ ნე­ბა­დარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტის საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ფარ­ქვეშ”,ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის და ტე­რო­რიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბის აღ­კვე­თის ხელ­შე­წყო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა გან­ზრახ იგ­ნო­რი­რე­ბით, მო­ა­წყო და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის თან­ხის შეკ­რე­ბის, კონ­ვერ­ტა­ცი­ის გზით წარ­მო­შო­ბის შეც­ვლის და ლე­გა­ლურ მი­მოქ­ცე­ვა­ში გან­თავ­სე­ბის უკა­ნო­ნო ქსე­ლი.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, და­კა­ვე­ბულ­თან წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, სის­ტე­მა­ტი­უ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ სა­ბა­ჟო პრო­ცე­დუ­რე­ბის გვერ­დის ავ­ლით, ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში მო­წყო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მა­ლა­ვე­ბით, მო­სა­ზღვრე ქვეყ­ნე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის შე­მო­ტა­ნას და თან­ხის თავ­შეყ­რის ად­გი­ლას – ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტში მი­წო­დე­ბას.

ბრალ­დე­ბულ­მა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით შეკ­რე­ბი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა, კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ი­ტა­ნა, რო­გორც ვი­თომ სა­ვა­ლუ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი შე­მო­სა­ვა­ლი, რის და­მა­დას­ტუ­რებ­ლა­დაც კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს მი­ე­წო­და წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბი. ბან­კე­ბი­დან კონ­ვერ­ტა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი, სხვა პი­რებ­ზე გა­და­ცე­მის და შემ­დგო­მი გან­კარ­გვის, ასე­ვე უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბის შე­ძე­ნის გზით, მი­მარ­თუ­ლი იქნა ლე­გა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ ბრუნ­ვა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­მა, 2022-2024 წლებ­ში მო­ახ­დი­ნეს და­ახ­ლო­ე­ბით 624 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის და 35 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ამო­ღე­ბუ­ლია დიდი ოდე­ნო­ბით ნაღ­დი ფული. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წარ­მო­მავ­ლო­ბის თან­ხის და სხვა აქ­ტი­ვე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ ჩა­მორ­თმე­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს გა­ა­ტა­რებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ანა­ლო­გი­ურ ფაქ­ტებ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში წარ­სულ­ში გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია 7 პირი, რო­მელ­თაც სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 13 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის აქ­ტი­ვე­ბი ჩა­მო­ერ­თვათ.