ვიქტორ ორბანი: ჩვენ არაფერს გადავიხდით ომებში, რომლებიც ჩვენი არაა!

„ჩვენ არაფერს გადავიხდით ომებში, რომლებიც ჩვენი არაა“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ორბანი წერს, რომ უნგრეთს განვითარების საკუთარი გზა აქვს არჩეული, რომელსაც გაჰყვება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად.

„დასავლეთის მიბაძვის ეპოქა დასრულდა. მიგრანტები იჭრებიან, პარალელურ საზოგადოებებს ქმნიან, ქრება ქრისტიანული ტრადიციები, ხოლო ევროპული ეკონომიკა უკან მიდის. უნგრეთი საკუთარი გზით წავა, დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, უკრაინას ფულს არ მისცემს და მშვიდობის კუნძულად დარჩება. ჩვენ არაფერს გადავიხდით ომებში, რომლებიც ჩვენი არაა!“ – წერს ორბანი.