აშშ-ის ყველაზე უფრო ხალხმრავალი შტატის – კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა უარჰყო აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მორიგი მტკიცებულება, რომელიც პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში, Truth-Social-ში, გამოაქვეყნა. თავის გზავნილში ტრამპი შტატის ხელმძღვანელობას ბრალს სდებს იმაში, რომ საკმარისი ყურადღება არ ექცევა მდიდარი მოქალაქეების ინტერესებს, რომელთა სახლები ბუნებრივი ხანძრის შედეგად დაზარალდა ლოს-ანჯელესში. ამის მიზეზი, – წერს ტრამპი, სოციალური მშენებლობებია, რაც აფერხებს შეძლებული მოქალაქეების სახლების აღდგენას.
ნიუსომმა, რომელიც ისედაც ცნობილია თავისი მჭახე გამონათქვამებით, ტრამპს სოცქსელ X-ში უპასუხა: “მიიღე შენი დემენციის წამლები, ბაბუ. შენ კვლავ იგონებ რაღაცებს”.
ამასთან, ნიუსომმა ფაქტები გამოაქვეყნა, რომლებიც ტრამპის ბრალდებებს სავარაუდოდ აბათილებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი და ნიუსომი ინტერნეტ-გზავნილებით ესხმიან თავს ერთმანეთს. ტრამპი ბრალად დებს გუბერნატორს, წლის დასაწყიში მომხდარ ბუნებრივ ხანძართან დაკავშირებით. ნიუსომი კი, ჩამოყალიბდა ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ხმამაღალ კრიტიკოსად და რეგულარულად ესხმის მას თავს, სოციალურ მედიებში.
თუმცა ნიუსომი ერთადერთი გუბერნატორი არ აღმოჩნდა, ვინც ტრამპის გონებრივ სიჯანსაღეში შეაქვს ეჭვი. ილინოისის შტატის გუბერნატორი, ჯეი-ბი პრიტცკერი, ასევე კონფლიქტობს ტრამპთან, რადგან მას არ სურს ჩიკაგოში ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს ქვეშ მყოფი ეროვნული გვარდიის ხილვა.
“მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ის, რასაც [ტრამპი] იძახის ერთ დღეს, მეორე დღეს სერიოზულად მისაღები აღარ არის. ხანდახან მას ავიწყდება. ვფიქრობ, რომ მას გარკვეული სახის დემენცია აქვს” – ამბობს პრიცკერი Daily Beast -თან საუბარში.
თეთრმა სახლმა ენერგიულად გააკრიტიკა დემოკრატი გუბერნატორების ეს ბრალდება. პრეზიდენტის ჯანმრთელობა, ოფიციალური ვაშინგტონის აზრით, სავსებით ნორმალურია. თუმცა აშშ-ში საზოგადოების ნაწილი ყურადღებას აქცევს გარკვეულ ფაქტებს – ტრამპს, ამას წინათ, სახის მარჯვენა ნაწილი ჩამოკიდებული ჰქონდა, ხელზე გემატობმა აღენიშნებოდა და ფეხები დაუსივდა. ეს ყველაფერი, ემთხვევა ვენების ფუნქციის ნაკლოვანების სიმპტომებს.