სიღნაღში 5-მა პირმა 1337 ძირი მცენარე „კანაფი“ დათესა და მოიყვანა – პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ორ პირს ასევე წარედგინა ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში სამმა ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა 143 კილოგრამის და 414 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 1337 ძირი მცენარე „კანაფი“, რაშიც მათ ორი ბრალდებული ეხმარებოდა.

ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გასაშრობი მოწყობილობა, სასწორი და 3326 გრ. ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, ხოლო მეორე პირის ბინის ჩხრეკის შედეგად სასწორი და დაფასოებული „მარიხუანა“.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.