პუტინი ქალაქ სტალინგრადის სახელწოდების აღდგენის შესახებ. კომენტარი

„ვოლგოგრადისთვის სტალინგრადის სახელწოდების დაბრუნების გადაწყვეტილება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უნდა მიიღონ, თუმცა, საერთო ჯამში, ეს ისეთი საკითხია, რაზეც შეგვიძლია, დავფიქრდეთ“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებთან შეხვედრაზე.

ვოლგოგრადის სახელწოდების შეცვლის საკითხი შეხვედრაზე კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა წამოჭრა.

„ვოლგოგრადისთვის სტალინგრადის სახელწოდების დაბრუნებაზე უნდა დავფიქრდეთ. ადგილობრივები წყვეტენ, მაგრამ მთლიანობაში საჭიროა, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დიდ სამამულო ომთან და იმასთან, თუ რა როლი შეასრულა სტალინმა გამარჯვებაში, გათვალისწინებული უნდა იყოს“ — განაცხადა ვლ. პუტინმა.

მან ასევე განმარტა, რომ ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული საკითხის დეპოლიტიზირებისთვის, რადგან რეპრესიების პრობლემის დავიწყებაც არ შეიძლება. არ უნდა დავიწყებულიყო.

მოძრაობამ „რუსეთის ვეტერანები“, პრეზიდენტს 2025 წლის მაისში ქალაქის უწინდელი სახელის აღდგენის თხოვნით მიმართა. მათ ასევე მოითხოვეს ქალაქში „პატრიოტული კლასტერის“ შექმნა, რომელიც ქალაქს „დიდი სამამულო ომის დროს ნაციზმზე გამარჯვების მთავარ სიმბოლოდ“ განასახიერებდა. აპრილის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტს (გუმრაკი) „სტალინგრადი“ ეწოდა, რაც მანამდე ცოტა ხნით ადრე, ვოლგოგრადის ოლქის ვეტერანებისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეების პრეზიდენტადმი თხოვნის საფუძველზე მოხდა. ეს თხოვნა პრეზიდენტს გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა გადასცა.

მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის კომენტარი:

„სტალინი დიდი გამარჯვების ავტორია. ვინმეს მოსწონს ეს თუ არა, ასეა. სტალინი სხვებივით მოკვდავი ადამიანი იყო, ღვთის ქვეშ დადიოდა. მაგრამ სტალინის სახელმა ყველა ცილისმწამებელს გაუძლო და აჯობა. მადლიერმა და კეთილშობილმა რუსმა ხალხმა, რომელსაც საერთო გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის, შემოინახა სტალინის სახელი.

პრეზიდენტმა პუტინმა მოწოდება გააკეთა, სტალინის სახელის დაბრუნების თემა ქალაქისთვის, რომელშიც დიდი ომის ბედი გადაწყდა, დეპოლიტიზირებულ იყოს. განა შემთხვევით მოხდა, რომ ჰიტლერული ურდოები სტალინის ქალაქამდე მივიდნენ და სწორედ ამ ქალაქში განიცადეს ფიასკო, ხოლო ფაშისტური არმიების მეორე ნაწილი დამსხვრეულ იქნა იოსებ ჯუღაშვილის მცირე სამშობლოს — საქართველოს საზღვრებთან? პრეზიდენტი პუტინი მართალია  —   საჭიროა უარი ითქვას თემის პოლიტიზაციაზე, ვინაიდან სტალინი თუ არა,   ისტორიული მოვლენა — ს ტ ა ლ ი ნ –  გ რ ა დ ი  მაინც დგას პოლიტიკის გარეთ, პოლიტიკაზე მაღლა…

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა, სტალინგრადის სახელწოდების დაბრუნება გადაწყდეს ადგილობრივ დონეზე. პრეზიდენტმა იცის, რომ ადგილებზე ხალხი საკითხს დადებითად გადაწყვეტს. ამაში მდგომარეობს პუტინის სიბრძნე“.

«Решение о возможном возвращении Волгограду названия Сталинград должны принимать местные жители, но в целом об этом можно подумать», — заявил в среду президент РФ Владимир Путин на встрече с лидерами парламентских фракций.

Вопрос о переименовании Волгограда поднял на встрече глава КПРФ Геннадий Зюганов.

«Возвращение Волгограду имени Сталинград – надо подумать, местные жители решают, но в целом нужно, все, что связано с Великой Отечественной войной и с тем, какую роль сыграл Сталин в Победе, надо иметь в виду», – сказал Путин.

Он также уточнил, что нужно постараться деполитизировать эту тему, так как нельзя забывать о проблеме репрессий.

С просьбой вернуть городу прежнее название в мае 2025 года к президенту обращалось движение «Ветераны России». Они также просили создать в городе «патриотический кластер», который мог бы позиционировать город как «главный символ Победы над нацизмом в годы Великой Отечественной войны». В конце апреля Владимир Путин подписал указ о присвоении международному аэропорту Волгограда (Гумрак) наименования «Сталинград». Незадолго до этого ветераны и участники СВО Волгоградской области попросили об этом президента через губернатора Андрея Бочарова.

Комментарий руководителя движения «Бессмертное Войско Грузии» Гулбаата Рцхиладзе:

«Сталин – автор Великой Победы. Нравится это кому-либо или нет, это так. Сталин – смертный, который, как и все, тоже ходил под Богом. Но имя Сталина пережило всех клеветников. Благодарный и благородный Русский народ, которому принадлежит львиная доля в общей Победе, сохранил имя Сталина.

Президент Путин призвал, деполитизировать тему возвращения имени Сталина городу, в котором решилась судьба Великой войны. Разве случайно так совпало, что гитлеровские орды дошли до города Сталина,  и именно в этом городе потерпели фиаско, а другая часть фашистских армий была в то же время разбита у границ Грузии, малой родины Иосифа Джугашвили?.. Президент Путин прав – надо отказаться от политизации темы, так как если не Сталин, то историческое явление – СТАЛИНГРАД – вне политики, над политикой…

Президент также призвал, решить вопрос возвращения названия Сталинград на местном уровне. Президент знает, что народ на местах такой вопрос будет решать позитивно. В этом мудрость Путина».