აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალურმა მთავრობამ, შესაძლოა, გაუუქმოს მაუწყებლობის ლიცენზიები იმ ტელევიზიებს, რომლებიც „მის წინააღმდეგ გამოდიან“. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტის ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტელეკომპანია ABC-მ ეთერიდან მოხსნა გადაცემა „Jimmy Kimmel Live!“. წამყვანმა, ჯიმი კიმელმა, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა ტრამპის MAGA მოძრაობას დაუკავშირა.
ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) თავმჯდომარემ, ბრენდან კარმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ABC-ის მაუწყებლობის ლიცენზია, რომელიც Disney-ის შვილობილი კომპანიაა, საფრთხეში იყო, თუ ის არ „მიიღებდა ზომებს კიმელის წინააღმდეგ“.
„სადღაც წავიკითხე, რომ ტელეარხების 97% ჩემ წინააღმდეგ იყო, ანუ 97% უარყოფითად იყო განწყობილი, და მაინც, მე ადვილად გავიმარჯვე შვიდივე მერყევ შტატში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ისინი მხოლოდ ცუდად მაშუქებენ. ისინი ხომ ლიცენზიას იღებენ. მე ვფიქრობ, შესაძლოა, მათი ლიცენზია უნდა გაუქმდეს“, – დასძინა პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ამ გადაწყვეტილებას „ბრენდან კარი მიიღებს“.