ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების – 2 655.8 ლარი იყო.
„საქსტატის“ ცნობით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 242.3 ლარი (10%). ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი;
- მშენებლობა – 3 467.7 ლარი;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი.
რაც შეეხება ყველაზე დაბალ საშუალო ხელფასებს, საქმიანობის 4 დარგი, სადაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასები იყო, ასეთია:
- განათლება – 1 367 ლარი;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1428 ლარი;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1506 ლარი;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1705 ლარი.