პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი წლით დაიცვას, თუ ამას აშშ-იც გააკეთებს

რუსეთი მზადაა, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით გაწერილი რაოდენობრივი შეზღუდვები ამ შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ ერთი წელი შეინარჩუნოს, თუ იმავე ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატებიც გადადგამს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ამიტომ რუსეთი მზადაა, 2026 წლის 5 თებერვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს ცენტრალური რაოდენობრივი შეზღუდვები, რომლებიც გაწერილია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით“, – აღნიშნა პუტინმა.