ტრამპი: მე მძულს ჩემი ოპონენტები და არ მინდა მათთვის საუკეთესო

ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩარლი კირკისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მისთვის რთულია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა.

სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა კირკი დაახასიათა, როგორც „კეთილშობილი სულის მქონე მისიონერი დიდი მიზნებით“, რომელსაც „არ სძულდა ოპონენტები და მათთვის საუკეთესო სურდა“.

„სწორედ ამაში არ ვეთანხმები ჩარლის. მე მძულს ჩემი ოპონენტები და არ მინდა მათთვის საუკეთესო“, – განაცხადა ტრამპმა.

მან ბოდიში მოიხადა ჩარლი კირკის მეუღლის, ერიკა კირკის წინაშე და განმარტა, რომ მსგავსი გრძნობები მის დნმ-ში არ არის.

„ერიკა, შეგიძლია ესაუბრო მეც და მთელ ჯგუფს, იქნებ დამარწმუნოთ, რომ ეს სწორი არ არის, მაგრამ მე ვერ ვიტან ჩემს ოპონენტს“, – დაამატა ტრამპმა.

„ვწუხვარ. ვწუხვარ ერიკა, მაგრამ ახლა ერიკას შეუძლია ჩემთან და მთელ ჯგუფთან საუბარი და შესაძლოა დამარწმუნონ, რომ ეს არასწორია, მაგრამ მე მძულს ჩემი ოპონენტები“, – დასძინა მან.