ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარი კოპენჰაგენის აეროპორტში დრონების დაფიქსირებას ეხებოდა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
„ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა საფრთხის ქვეშაა. ევროპა ამ საფრთხეს ძალითა და მონდომებით უპასუხებს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
22 სექტემბერს დანიაში, კოპენჰაგენის აეროპორტში დრონების დაფიქსირების გამო ყველა ფრენა შეჩერდა.
პოლიციის ცნობით, დანიის უდიდესი აეროპორტის ტერიტორიაზე ორი-სამი დიდი დრონი დააფიქსირეს.