ტრამპი დღეს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა ღაზაში არსებული ვითარება განიხილოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს შეხვდება და ღაზაში არსებული ვითარებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი მრავალმხრივ შეხვედრას გამართავს საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებულ საამიროების, კატარის, ეგვიპტის, იორდანიისა და თურქეთის ლიდერებთან.

Axios-ის ცნობით, ტრამპი აღნიშნული ქვეყნების ლიდერებს ღაზაში მშვიდობისა და ომის შემდგომი მმართველობის წინადადებას წარუდგენს.

როგორც მედია წერს, ვაშინგტონს სურს, რომ არაბული და მუსლიმური ქვეყნები ღაზაში სამხედრო ძალების გაგზავნაზე დაითანხმონ, რათა ისრაელმა რეგიონიდან ჯარები გაიყვანოს და უზრუნველყონ ღაზის სექტორის აღდგენის პროცესი.

ამასთან, დონალდ ტრამპი სამშაბათს გაერო-ს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართავს