ტრამპის ადმინისტრაციამ აუტიზმით დაავადების ფაქტების გახშირების მიზეზს მიაგნო? რით ჩააგდო ტრამპმა შოკში სამედიცინო საზოგადოება

დო­ნალდ ტრამპმა ამ­ჯე­რად სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­აგ­დო შოკ­ში მას მერე, რაც ლა­მის მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში თქვა, რომ აუ­ტიზ­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი დად­გე­ნი­ლია.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კელ ექი­მებს მალე ურ­ჩე­ვენ, რომ ორ­სულ ქა­ლებს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტი Tylenol არ და­უ­ნიშ­ნონ, რის მი­ზე­ზიც, რო­გორც ტრამ­პი აცხა­დებს, ამ წა­მალ­სა და აუ­ტიზმს შო­რის, სა­ვა­რა­უ­დო, კავ­ში­რია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ რო­ბერტ კე­ნე­დი უმ­ცროს­თან ერ­თად გა­ა­კე­თა.
ტრამპმა თქვა, რომ პა­რა­ცე­ტა­მო­ლის, იგი­ვე Tylenol-ის (რო­მე­ლიც აშშ-ში ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნი) შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მთა­ვა­რი ნივ­თი­ე­რე­ბის მი­ღე­ბა “კარ­გი არ არის”.

“იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში, ის სა­ერ­თოდ არ უნდა მი­ი­ღოთ… აუ­ტიზ­მის მკვეთ­რი ზრდა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო მოვ­ლე­ნაა. მსგავ­სი რამ აქამ­დე არას­დროს მომ­ხდა­რა”, – აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

რო­გორც BBC წერს, ზო­გი­ერ­თმა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა კავ­ში­რი ორ­სულ ქა­ლებ­ში Tylenol-ის მი­ღე­ბა­სა და აუ­ტიზმს შო­რის, მაგ­რამ ამ კვლე­ვე­ბის დას­კვნე­ბი არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია. Tylenol-ის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია Kenvue იცავს თა­ვის პო­ზი­ცი­ას და ამ­ტკი­ცებს, რომ პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ორ­სულ ქა­ლებ­ში უსაფრ­თხოა.

“ჩვენ გვჯე­რა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სან­დო მეც­ნი­ე­რე­ბა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნის მი­ღე­ბა არ იწ­ვევს აუ­ტიზმს. ჩვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბით ნე­ბის­მი­ერ სხვა მო­საზ­რე­ბას”, – ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნი, Tylenol-ის აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი, ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლია.

ტრამ­პის მტკი­ცე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ იზი­ა­რე­ბენ მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფე­ბიც, რომ­ლე­ბიც წლე­ბია აუ­ტიზ­მის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნას წლე­ბის ცდი­ლო­ბენ.

კე­ნე­დიმ გა­ნა­ცხა­და, რომ სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია (FDA) შე­ა­ტყო­ბი­ნებს ექი­მებს, თუ რას მი­იჩ­ნე­ვენ რის­კად ორ­სუ­ლებ­ში ამ წამ­ლის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. მან თქვა, რომ FDA ასე­ვე და­ი­წყებს მე­დი­კა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის ეტი­კე­ტის შეც­ვლის პრო­ცესს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კამ­პა­ნი­ას ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით. კე­ნე­დიმ დას­ძი­ნა, რომ FDA მალე და­ამ­ტკი­ცებს Leucovorin-ს, ათწლე­უ­ლე­ბის წინ შექ­მნილ პრე­პა­რატს, აუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შვე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. ეს წა­მა­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ტოქ­სი­კუ­რო­ბის­გან და­სა­ცა­ვად.

რო­გორც FDA-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მარ­ტი მა­კა­რი ამ­ბობს, ამ წამ­ლის დამ­ტკი­ცე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კვლე­ვა­ზე, რო­მე­ლიც, მისი თქმით, ვა­რა­უ­დობს, რომ პრე­პა­რა­ტი შე­საძ­ლოა, და­ეხ­მა­როს აუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც B ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი აქვთ და და­ეხ­მა­რე­ბათ მათ ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

ambebi.ge