„დღეს შუადღისას, ნოვოროსიისკში კიევის რეჟიმის მიერ საშინელი თავდასხმა განხორციელდა – დაღუპულია 2 ადამიანი

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.

როგორც გუბერნატორი აცხადებს, წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 2 ადამიანი.

„დღეს შუადღისას, ნოვოროსიისკში კიევის რეჟიმის მიერ საშინელი თავდასხმა განხორციელდა. დრონები ქალაქის ცენტრს თავს დაესხნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი შენობა, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ასევე სასტუმრო.

ვთხოვ ნოვოროსიისკის მაცხოვრებლებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და, თუ შესაძლებელია, დარჩნენ სახლში.

ვუცხადებ გულწრფელ სამძიმარს მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ნოვოროსიისკის მერს ანდრეი კრავჩენკოს დავავალე, დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს“, – აცხადებს კონდრატიევი.